ლაკბე

ლაკბე, მდინარე გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, მდ. ივრის მარცხ. შენაკადი. სათავეს იღებს გომბორის ქედის სამხრ.-დას. კალთაზე, ზ. დ. 935 მ სიმაღლეზე. სიგრძე 32 კმ, აუზის ფართ. 235 კმ 2, საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზაფხულსა და ზამთარში, წყალმოვარდნები – შემოდგომაზე.