ლალაიანი ერვანდ ალექსანდრეს ძე

ლალაიანი ერვანდ ალექსანდრეს ძე [13(25). III. 1864, ალექსანდროპოლი, მოგვიანებით ლენინაკანი, ახლანდ გიუმრი, – 24. II. 1931, ერევანი], სომეხი ეთნოგრაფი, ფოლკლორისტი და არქეოლოგი. 1894 დაამთავრა ჟენევის უნ-ტი. 1896–1916 აქვეყნებდა ეთნოგრ. პერიოდულ კრებულს „აზგაგრაკან ჰანდეს“ (გამოვიდა 26 ტომი), სომხ. ეთნოგრ. საზ-ბის ერთ-ერთი ორგანიზატორი (1906–17). 1909 მისი ინიციატივით თბილისში შეიქმნა სომხ. სიძველეთა ეთნოგრ.-არქეოლ. მუზეუმი, რ-იც 1921 ერევანში გადაიტანეს. მის ბაზაზე დაარსდა სომხ. სახელმწ. ისტ. მუზეუმი, რ-ის პირველი დირექტორიც თავად იყო. ლ. ძირითადად იკვლევდა სომხ. ეთნოგრ. და არქეოლ. საკითხებს.

ლიტ.: Меликсет-Беков Л. М., Армянский этнограф-археолог Е. А. Лалаян, „Советская этнография“, 1936, №4–5.