ლალვერი, მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, სიმაღლე – 4350 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. ახასიათებს ნივალური ლანდშაფტი. მისასვლელი გზაა სამხრ-იდან წანერის (მდ. ენგურის აუზი), ჩრდ-იდან კი – ულუჩირანის (მდ. ბეზენგის ჩერეკის აუზი) მყინვარებიდან.
ლ. პირველად დალაშქრეს 1929 (ხელმძღვ. დ. მიქელაძე).