ლანდრასი

ლანდრასი (დან. Landrace < land – ქვეყანა, სოფელი, ადგილი და race – ჯიში), სპეციალიზებული საბეკონე ჯიშის ღორი. გამოიყვანეს დანიაში XX ს. დასაწყისში. 1967 ლ. საქართველოში შემოიყვანეს კალუგის ოლქიდან, 1976 – ნოვოსიბირსკიდან (ხობის, ლაგოდეხისა და საგარეჯოს რ-ნებში). ლ. თეთრი ფერისაა, აქვს გრძელი სხეული (160–175 სმ); ბიბილოსმსგავსი ჩამოყრილი ყურები. კერატის მასაა – 250–300 კგ, ნეზვისა – 200–220 კგ. ნაყოფიერება – 10–12 გოჭი, მერძეულობა – 70–80 კგ; 189 დღეში აღწევს სარეალიზაციო მასას (100 კგ). სუქებისას დღიური წონამატი 700–800 გ და მეტია. საკვების დანახარჯი ერთ კგ წონამატზე – 32 კგ ენერგეტიკული საკვები ერთეული.

ი. შუბითიძე