ლანქორი

ლანქორი, ჯვარი, უღელტეხილი ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ლეჩხუმის ქედზე, მდ-ების – ცხენისწყლისა და ლაჯანურის წყალგამყოფზე. სიმაღლე 2450 მ. აგებულია ქვედაიურული ფიქლებით. ლ. საცალფეხო გზით აკავშირებს ქვემო სვანეთს რაჭასთან. უღელტეხილთან არის ძვ. ნასოფლარი და პატარა ტბები. ლ-ის მიდამო შემოსილია ალპ. მდელოებით.