ლანჩხუთი

ლანჩხუთი, ქალაქი დას. საქართველოს გურიის რეგიონში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს გურიის დაბლობზე, ზ. დ. 20 მ. ლ-ში ზღვის ნოტიო სუბტროპ. ჰავაა. იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშ. წლიური ტემპ-რა 23,8 ºC, იანვ. საშ. ტემპ-რა 4.2 ºC, აგვ. 23 ºC, ნალექები – 1980 მმ წელიწადში. თბილისიდან 274 კმ. ლ-ში გადის სარკინიგზო ხაზი სამტრედია–მახინჯაური, აგრეთვე საერთაშ. მნიშვნელობის საავტომობილო გზა. 6395 მცხ. (2014).

ლ-ში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის დაწესებულებები, თეატრი, საჯარო სკოლები, მუნიციპალური ბ-კა, აქ მდებარეობს ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

ლ-ის ერთ-ერთ უბანში შემორჩენილია ნაეკლესიარი გალავნის ფრაგმენტითა და სამრეკლოთი.

ლ. ერთ დროს შუხუთის სავარგული (საძოვარი) იყო. ძვ. შუა საუკუნეებში უკვე მნიშვნელოვან დასახლებად იქცა. ვახუშტი მას „ლანჩხუთის“ ფორმით ჩრდ. გურიის ისეთ ცნობილ პუნქტებს შორის ასახელებს, როგორებიცაა ფოთი და ჯუმათი.

1917-მდე ლ. საუბნო ცენტრი იყო, 1930 გახდა რაიონის ცენტრი, 1961-იდან ქალაქია.