ლანჩხუთის „გურია“, ფეხბურთის გუნდი. ლანჩხუთში ფეხბურთის პირველი გუნდი იყო „კიმი“ (1924), რ-მაც II მსოფლიო ომის დროს შეწყვიტა არსებობა; 1952 შეიქმნა ფეხბურთის გუნდი „კოლმეურნე“-ს სახელით, რ-საც 1960- იდან ეწოდა „გურია“.
„გურია“ საქართველოს ჩემპიონი გახდა 1961, 1966 და 1970–71; საქართვ. თასი მოიპოვა 1965, 1966 და 1971. არის შ. შავგულიძის სახ. თასის მფლობელი (1973, 1974 და 1977). სსრკ მეორე ლიგაში გუნდი 1971 გადავიდა და 8 სეზონის განმავლობაში იასპარეზა; 1979 – გუნდმა სსრკ პირველ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა, I ადგილი დაიკავა და სსრკ უმაღლეს ლიგაში გადავიდა (1986). წარუმატებელი სეზონის შემდეგ (1987) ისევ პირველ ლიგაში აღმოჩნდა (1988). 1989 კვლავ მოიპოვა უფლება, ეთამაშა სსრკ უმაღლეს ლიგაში. სფფ-ის მიერ სსრკ ფეხბურთის ჩემპიონატის დატოვების შემდეგ (1990-იდან) საქართვ. უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა და ახლად დაარსებული საქართვ. საფეხბურთო თასი მოიპოვა (1990).
1999 გუნდი საქართვ. ჩემპიონატის პირველ ლიგაში თამაშობდა. ხოლო 2001–02 უმაღლეს ლიგაში, საქართველოს თასის გათამაშებაში კი მეოთხედ ფინალს მიაღწია. ეს გუნდის საუკეთესო სეზონი იყო. 2013 „გურია“ დაბრუნდა უმაღლეს ლიგაში. ამჟამად იგი საქართვ. ჩემპიონატის მესამე ლიგაში ასპარეზობს.