ლარაძე პეტრე გიორგის ძე

ლარაძე პეტრე გიორგის ძე (1770–1837), პოეტი, კალიგრაფი. განაგებდა თბილ. სამეფო წიგნსაცავს. მონაწილეობდა პოლიტ. დაჯგუფებაში. 1803–10 სპარსეთს იყო გადახვეწილი თეიმურაზ ბატონიშვილთან ერთად. 1810-იდან ცხოვრობდა პეტერბურგში. 20-იან წლებში საქართველოში დაბრუნდა. ლ-ს ეკუთვნის ლირ. ლექსების კრებ. „მრავალფერყვავილოვანი“, პოემები: „საქართველოჲს ძველი დროის თავგადასავალი, ლექსად დაწერილი“ (1897), „დილარიანი“ (1903), „სახე-მგოსანი“ და სხვ. ლ-ის პოეზიაში აისახა ყველა ის საკითხი, რ-იც აღელვებდა XVIII– XIX სს. მიჯნის ქართ. მწერლობას.

ლიტ.: აბულაძე ი., ახლად მიკვლეული ერთი ძველი ქართული პოემა: პეტრე ლარაძის „სახე-მგოსანი“, „საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე“, 1947, ტ. 14 B; კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, ტფ., 1924; წაქაძე ი., პეტრე ლარაძის ცხოვრებიდან და მოღვაწეობიდან, „ლიტერატურული ძიებანი“, 2005, ტ. 26.

გ. მიქაძე