ლარგვისის ოთხთავი

ლარგვისის ოთხთავი, ეტრატზე ნუსხურით შესრულებული ხელნაწერი ოთხთავი. გადაწერილია XIII ს-ში ნიკოლოზ კატარაწისძის მიერ. შეიცავს 268 ფურცელს. სათაურები შესრულებულია წითელ ფონზე ოქრომელნით, მოხატულია ცალკეული ორნამენტული ელემენტებით, კამერებით, საზედაო ასოებით; ახლავს მარკოზ და ლუკა მახარებლების ოქრომელნით შესრულებული მინიატიურები; ასევე – ხარების, შობის, იერუსალიმში შესვლის კომპოზიციები. ინახება ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრის A  ფონდში (A–26).