ლაროვნისწყალი

ლაროვნისწყალი, ნაროვანი, მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, პირიქითი ალაზნის მარჯვ. შენაკადი. სათავეს იღებს აწუნთის ქედის აღმ. კალთაზე, 3390 მ სიმაღლეზე. სიგრძე 19,2 კმ, აუზის ფართ. 59,9 კმ 2 საზრდოობს თოვლის, მყინვარული, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და ზაფხულში, წყალმცირობა – შემოდგომა-ზამთარში. საშ. წლ. ხარჯი 1,7 მ 3/წმ.