ლარსიჰესი

ლარსიჰესი, საშუალო სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური მდ. თერგზე. გაიხსნა 2014 წ. 24 იანვარს. მდებარეობს დაბა სტეფანწმინდაში (ყოფ. ყაზბეგი). მისი სიმძლავრეა 19 მეგვტ, წლ. საპროექტო გამომუშავება – 100 მლნ. კვტ.სთ. ჰესის მშენებლობა დაიწყო 2011, მშენებლობაში ჩაიდო 20 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია. ლ-ის მფლობელია შპს „ენერგია“. ჰესმა ახ. სიმძლავრე შემატა საქართვ. ენერგოსისტემას, უკეთესი ეკონ. და სოც. პირობები შეუქმნა მთის მოსახლეობას, უზრუნველყო მათი უწყვეტი ელექტრომომარაგება, შექმნა დამატებითი სამუშაო ადგილები, ასევე ხელსაყრელი პირობები ხეობაში ტურისტული და კომერციული მარშრუტების განვითარებისათვის. ლ-ის მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ შეადგინა (მლნ. კვტ .სთ): 2014 წ. – 42,86; 2015 წ. – 67,75; 2018 წ. – 79,7; 2019 წ. –73,1; 2020 წ. – 73,7; 2021 წ. – 74,7.

დ. ჩომახიძე