ლარჩვა

ლარჩვა, სოფელი სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის ხობის მუნიციპალიტეტში, ოდიშის დაბლობზე, ხობი–ზუგდიდის სარკინიგზო და საავტ. გზაზე. უახლოესი რკინიგზის სადგ. ხეთა. ხეთის თემის ცენტრი (სოფლები: ლ., ნოჩხონი, ოხვამეკარი, წინაგოლა, ხეთა). ზ. დ. 60 მ, ხობიდან 8 კმ. 1,1 ათ. მცხ. (2014).