ლარჩვალი, სოფელი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ცაგერის მუნიციპალიტეტში (წიფერჩის თემი), მდ. ცხენისწყლის მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 530 მ, ცაგერიდან 7 კმ. 95 მცხ. (2014).
ლ. წერილობით წყაროებში პირველად 1757 დათარიღებულ ცაგერის მონასტრის სიგელშია დამოწმებული.