ლასარეიშვილი ლეჟო ნესტორის ძე

ლასარეიშვილი ლეჟო ნესტორის ძე (30. V. 1927, სოფ. ქოლობანი, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი, – 11. VI. 2004, თბილისი), აგრონომი. საქართვ. სოფლის მეურნ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1994), სოფლის მეურნ. მეცნ. დოქტორი (1979), პროფესორი (1991), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1990), საქართვ. დამს. აგრონომი (1971). 1949 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის სუბტროპ. მეურნ. ფაკ-ტი. 1950–53 იყო გაგრის, ჩაქვისა და ხეთის მეურნეობების, 1957–58 – საქართვ. სოფლის მეურნ. სამინისტროს მეხილეობის სამმართველოს მთ. აგრონომი, 1958–61 – საქართვ. სოფლის მეურნ. მეცნ. აკადემიის მრავალწლოვანი კულტურების განყ-ბის სწავლული მდივანი, 1961–2004 – მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნ.- კვლ. ინ-ტის კაკლოვანი და მშრალი სუბტროპ. კულტურების განყ-ბის უფროსი. ლ-მა შეისწავლა მარწყვის, კაკლის, თხილისა და ბროწეულის კულტურათა ბიოლ. და სამეურნეო თავისებურებანი საქართვ. სხვადასხვა რეგიონში, დაამუშავა კოლხეთის დამშრალ მიწებზე თხილის გაშენებისა და მოვლის აგროტექნიკის საკითხები. ავტორია სამეცნ. ნაშრომებისა და მონოგრაფიეების. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: მარწყვის კულტურა საქართველოში, თბ., 1973; ბროწეულის კულტურა, თბ., 1986.