ლასარეიშვილი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე

ლასარეიშვილი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე (9. VI. 1924, ბათუმი, – 11. II. 2013, თბილისი), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (1971). 1952 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია მხატვარ-არქიტექტორის სპეციალობით. სხვადასხვა დროს მუშაობდა „საქსახპროექტში“ (1952–53), „საქკომუნპროექტში“ (1953–57), „საქქალაქმშენსახპროექტში“ (1957–69), 1969-იდან –„გიპროკინოს“ თბილ. კომპლ. განყ-ბაში. 1966–2012 შემოქმედებით საქმიანობასთან ერთად ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკ-ტის ინტერიერის კათედრაზე. ნამუშევრები: თელავში – სახელმწ. პედ. ინ-ტის კომპლექსი (1967); თბილისში – ს.-ს. ორბელიანის ძეგლი (1959, მოქანდაკე ტ. სიხარულიძე); 110- ბინიანი საცხოვრ. სახლი (1959, ავტორთა ჯგუფთან ერთად); სახელმწ. სამედიცინო ინ-ტის ერთ-ერთი კორპუსი (1969); ინდუსტრიულ-პედ. ტექნიკუმის კომპლექსი (1973, არქიტ. დ. ჯაფარიძესთან ერთად) და სხვ.