ლასილის უღელტეხილი, უღელტეხილი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის ქედზე, მდ-ების ლასილის (ენგურის მარცხ. შენაკადი) და მუხრის (ცხენისწყლის მარჯვ. შენაკადი) სათავეებში. სიმაღლე 3000 მ. აგებულია ლიასის ასპიდური ფიქლებითა და ქვიშაქვებით. ახასიათებს ალპ. ლანდშაფტი. ლ. უ-ზე გადადის საცალფეხო გზა ქვემო სვანეთიდან ზემო სვანეთში.