ლასკადურა

ლასკადურა, მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის მარჯვ. შენაკადი. სათავეს იღებს სვანეთის ქედის სამხრ. კალთაზე, ზ. დ. 2425 მ სიმაღლეზე. სიგრძე – 20 კმ, აუზის ფართ. – 118 კმ 2. საზრდოობს თოვლის, წვიმის, მიწისქვეშა და მყინვარული წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულ–ზაფხულში, წყალმცირობა – ზამთარში, წყალმოვარდნები – შემოდგომაზე. საშ. წლ. ხარჯი 4,9 მ 3/წმ.