ლასკადურა

ლასკადურა, სოფელი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ლენტეხის მუნიციპალიტეტში (დაბა ლენტეხის ტერიტორიული ორგანო), მდ. ლასკადურის (ცხენისწყლის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. ნაპირზე. ზ. დ. 1120 მ, ლენტეხიდან 2 კმ. 75 მცხ. (2014). სოფელშია მინერ. წყარო.