ლასურია მუშნი ტაიას ძე

ლასურია მუშნი ტაიას ძე (დ. 16. I. 1938, სოფ. კუტოლი, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი), აფხაზი პოეტი, მთარგმნელი. დაამთავრა მოსკოვის მ. გორკის სახ. ლიტ-რის ინ-ტი (1965). პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1955, ლექსების პირველი კრებული „აკვანი“ – 1963. ლ-ს ლექსების კრებულებია „იმედი“ (1965), „აბრეშუმის სახლი“ (1967), „ჩანჩქერების დილა“ (1973), „ჩემი აქლემი“ (1988), „ლექსები“ (2000) და სხვ., რ-თა ძირითადი თემებია სამშობლო, ბუნება, სიყვარული. ლექსები გამოირჩევა ფორმათა მრავალფეროვნებით.

ლ-მ აფხ. ენაზე თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“ (1978, შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემია, 1981); ი. აბაშიძის „პალესტინა, პალესტინა“; გ. ლეონიძის, შ. ნიშნიანიძის ლექსები; ჯ. ბაირონის, ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის ნაწარმოებები და სხვ. ლ-ს ლექსები თარგმნილია ქართ. და სხვა ენებზე.

თხზ.: ლექსები, თბ., 2000.

ლ. ავალიანი