ლატიშევი ვასილი ვასილის ძე [29. VII (10. VIII), 1855, სოფ. დიევო, ახლანდ. ტვერის ოლქი, რამეშკის რ-ნი, – 2. V. 1921, პეტროგრადი], რუსი ფილოლოგ-კლასიკოსი, ეპიგრაფისტი და ისტორიკოსი. პეტერბ. მეცნ. აკად. წევრი (1893). მისი შრომებიდან აღსანიშნავია „ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში აღმოჩენილი ანტიკური წარწერების კრებული“ („Свод античных надписей, найденных в Северном Причерноморье“ t. 1–2, 4, 1885–1901) და „ძველი მწერლების, ბერძნებისა და რომაელების ცნობები სკვითეთის და კავკასიის შესახებ“ („Известия древних писателей, греческих и латинских о Скифии и Кавказе“ ტ. 1–2, ნაკვ. 1–5, 1893–1906).
ლ-ს ეკუთვნის მრავალი სტატია ძვ. ისტორიის (უმთავრესად შავიზღვისპირეთზე), ეპიგრაფიკის, ბიზანტ ჰაგიოგრაფიისა და სხვ. საკითხებზე. 1900-იდან აქტიურ მონაწილეობას იღებდა არქეოლ. კომისიის მუშაობაში. იყო „არქეოლოგიური კომისიის ცნობარის“ („Известий археологической комиссии“) დამაარსებელი და მისი უცვლელი რედაქტორი.
ლ. გადმოგვცემს, რომაელი ავტორის ცნობას ადრიანე კეისრის (117–138) კარგი დამოკიდებულების შესახებ იბერებთან და მეფე ფარსმანთან. არც ერთ მეფეს ისე არ ასაჩუქრებდა კეისარი, როგორც ფარსმანს (მისცა სპილო და 500 მხედარი). როცა კეისარმა რომში მეფისა და იბერიელ დიდებულთა სამხ. ასპარეზობა ნახა, მარსის ველზე ცხენზე ამხედრებული იბერიის მეფის ქანდაკება დაადგმევინა.
ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 1, თბ., 1979; Памяти В. В. Лотыщева, „Советская археология“, 1958, в. 28 (ახლავს ლ-ის შრომების სია და ლიტ-რა მასზე).