ლაფაჩი ნინო იოსების ასული

ლაფაჩი ნინო იოსების ასული (18. XI. 1908, თბილისი, – 22. II. 1992, იქვე), თეატრის მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1950). 1927–30 სწავლობდა რუსთაველის თეატრთან არსებულ სტუდიაში, რ-ის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო რუსთაველის თეატრში მსახიობად (მუშაობდა 1969-მდე). 1969–72 სოხუმის კ. გამსახურდიას სახ. ქართული თეატრის მსახიობია.

ლ-ის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ტატიანა (ბ. ლავრენიოვის „რღვევა“), რუქაია (ა. სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“, ნენო (ს. შანშიაშვილის „არსენა“), ქეთევანი (დ. ერისთავის „სამშობლო“), დესპინე (შ. დადიანის „ნაპერწკლიდან“), ასმათი (ს. კლდიაშვილის „ირმის ხევი“), ნინო გრიბოედოვა (მ. მრევლიშვილის „ნიკოლოზ ბარათაშვილი“), ნინო უსტიაშვილი (ი. მოსაშვილის „მისი ვარსკვლავი“), მთვარისა (ს. მთვარაძის „შლეგი“), ოლგა ტრუშნიკოვა (კ. სიმონოვის „სხვისი ჩრდილი“), სალომეა, ლიდა (ა. კორნეიჩუკის „ბოგდან ხმელნიცკი“, „პლატონ კრეჩეტი“), რეგინა, გერტრუდა (უ. შექსპირის „მეფე ლირი“, „ჰამლეტი“), ვალიდა (გ. წერეთლის „პირველი ნაბიჯი“), იოკასტე (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), თეკლე (ს. შანშიაშვილის „გიორგი სააკაძე“), ვიოლანდა (ჯ. ფლეტჩერის „ესპანელი მღვდელი“) და სხვ.

ეფექტური გარეგნობა, კარგი პლასტიკა, ძლიერი დრამატული მონაცემები და განცდათა ექსპრესიულობა მნიშვნელოვნად განაპირობებდა ლ-ს მიერ შექმნილი სცენური სახეების წარმატებას.