ლაფერაშვილი თამაზ (პოჩო) იაკობის ძე

თ. ლაფერაშვილი

ლაფერაშვილი თამაზ (პოჩო) იაკობის ძე (12. IV. 1935, თბილისი, – 13.XI. 2014, იქვე), საოპერო მომღერალი (ბანი). საქართვ. სახ. არტისტი (1990). დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. კონსერვატორია (1960; ვოკალის განხრით). 1961-იდან იყო ზ. ფალიაშვილის სახ. თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის, 70-იან წლებში კი – ლენინგრადის მცირე საოპერო თეატრის სოლისტი; 1992–2004 – თბილ. საოპერო თეატრის დირექტორის მოადგილე; 2001-მდე – თბილ. სახელმწ. კონსერვატორიის პედაგოგი (ვოკალი). ლ-ს მიერ შესრულებული პარტიებია: აბიო, ცანგალა (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“), მაკარი (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“), მაცნე, კაც ზვამბაია, ქრისტეფორე, გიორგი, ხუტა, შერგილი (ო. თაქთაქიშვილის „მინდია“, „მთვარის მოტაცება“, „პირველი სიყვარული“, „სამი ნოველა“), მარკიზი (გ. ყანჩელის „და არს მუსიკა“), მაკარი (ჯ. და ვ. კახიძეების, „ბარბალე“), ფილიპე, ფარაონი, ფერნანდო (ჯ. ვერდის „დონ კარლოსი”, „აიდა”, „ტრუბადური”), დონ ბაზილიო (ჯ. როსინის „სევილიელი დალაქი”), კომანდორი, ლეპორელო (ვ. ა. მოცარტის „დონ ჟუანი”), პორგი (ჯ. გერშვინის „პორგი და ბესი”) და სხვ. კამერული რეპერტუარი: ს. ნასიძე, ვოკალური ციკლი „ქართული ხალხური პოეზიიდან“ (1969), ვ. აზარაშვილის ვოკალური ციკლი შ. ნიშნიანიძის ლექსებზე (1976), ა. მაჭავარიანის, ო. თაქთაქიშვილის რომანსები.

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

ლიტ.: ჩაპლინსკაია ვ., კაცთმოყვარეობა ღვთის ნიჭია, „მუსიკა“, 2015, №1(23); მისივე, Оперный Жан Габен, Русский клуб, 2015, №4.