ლაქუცა, ლაქუცა-ლარტალი, მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრ. განშტოების, მდ-ების – ადიშჭალისა და ხალდეჭალის (ენგურის მარჯვ. შენაკადები) წყალგამყოფზე. სიმაღლე 4310 მ. აგებულია ქვედა პალეოზოური გრანიტოიდებითა და კრისტ. ფიქლებით. ახასიათებს ნივალური ლანდშაფტი.
ლ-ზე პირველად ავიდნენ 1931 (ხელმძღვ. შ. მიქელაძე; მონაწილეობდნენ: ა. გუჯეჯიანი, ჯ. ჯაიევი, მ. სანებლიძე).