„ლაღიძის წყლები“ (შპს), ხილეულის წყლების მაღაზია თბილისში. გახსნა მ. ლაღიძემ 1906 ე. გოლოვინის (ახლანდ. შოთა რუსთაველის გამზირი №24) და 1926 თავისი ნებით გადასცა მთავრობას. მაღაზია შპს-დ ჩამოყალიბდა 1999 წ. 19 აგვისტოს. საერთო ფართ. 820 მ 2, ჰქონდა ხილეულის წყლების, აგრეთვე ხაჭაპურის (ფენოვანი, იმერული და აჭარული) დარბაზები. გამოირჩეოდა ხილის სიროფების ფართო ასორტიმენტით: „კახური“, „ტარხუნა“, „შინდი“, „ლიმონი“, „ფორთოხალი“, „იზაბელა“, „ნაღები“, „შოკოლადი“, „კომში“ და სხვ., რ-ებსაც მ. ლაღიძის რეცეპტით სააქციო საზ-ბა „ლაღიძეში“ ამზადებდნენ. 2007 მაღაზია, რ-იც დედაქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი იყო, თავის სარდაფთან ერთად დაიხურა.