ლაღორა, კლდოვანი მთა ონის მუნიციპალიტეტში, შოდა-კედელას ქედის სამხრ.-აღმ. ნაწილში (მთა რაჭა), მდ-ების – შოდურისა და ლაღორულის (რიონის მარჯვ. შენაკადები) სათავეებში. სიმაღლე ზ. დ. 3152 მ. აგებულია ქვედაცარცული ფლიშური ქანებით. კალთებზე ალპ. მდელოებია. ჩრდ. კალთაზე ჩაწოლილია ნაზვავები.