ლაშე

ლაშე, სოფელი იმერეთის რეგიონის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მდ. ჩხერიმელის (ძირულის მარცხ. შენაკადი) ხეობაში. თემის ცენტრი (სოფლები: ლ., ლაშის იგორეთი, უჩამეთი, ღვერკი, ხემაღალი). ზ. დ. 360 მ, ხარაგაულიდან 5 კმ. 395 მცხ. (2014).

ლ-ს თავდაპირველი სახელწოდება ყოფილა მლაშე. ამ სახელითაა მოხსენიებული 1570 ახლო ხანის ერთ სიგელსა და ვახუშტის თხზულებაში, აგრეთვე ი. გიულდენშტედტთან. ვახუშტის შესაბამის რუკებზე ლ-ში აზნაურის ციხე-დარბაზია აღნიშნული. სოფელში არის ციხე-დარბაზის ნანგრევები, რ-ის გალავანში შემორჩენილია XIX ს-ში აგებული ეკლესიის ნანგრევები.

თ. ბერაძე