ლაშიფსე, მდინარე გუდაუთის მუნიციპალიტეტში. სათავეს იღებს აფხაზეთის კავკასიონის სამხრ. კალთაზე, ზ. დ. 2347 მ სიმაღლეზე, ჩაედინება რიწის ტბაში. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. სიგრძე 23 კმ, აუზის ფართ. 115 კმ 2. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე და ზაფხულში, წყალმცირობა – ზამთარში, წყალ-მოვარდნები ‒ შემოდგომაზე. დეკემბრიდან შუა თებერვლამდე უჩნდება ყინულნაპირისი. საშ. წლ. ხარჯი 7,98 მ 3/ წმ.