ლაშქაროვი (ბიბილური) ალექსანდრე გრიგოლის ძე (23. XI. 1823, სანქტ-პეტერბურგი, – 29. XI. 1898, იქვე), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1867), ყირიმის ომის (1853–56) მონაწილე. ფლიგელ-ადიუტანტი (1855). 1860 მიენიჭა გენ.-მაიორის წოდება; რუსეთის იმპერიის შინაგან საქმეთა სამინისტროს საბჭოს წევრი.