ლაშხი ანდრია დიმიტრის ძე

ლაშხი ანდრია დიმიტრის ძე [5 (19).VI.1908, სოფ. უსახელო, ჭიათურის მუნიციპალიტეტი, – 29. VIII. 1987, თბილისი], ბიოქიმიკოსი და ღვინის ტექნოლოგი. სოფლის მეურნეობის მეცნ. დოქტორი (1959), პროფესორი (1963). საქართვ. მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1962). დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის მებაღეობა-მევენახეობისა და მეღვინეობის ფაკ-ტი (1933). მუშაობა დაიწყო იქვე. იყო მებაღეობა-მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ღვინის ტექნოლ. და ბიოქიმ. კათედრის გამგე (1976-იდან). ეკავა სხვადასხვა თანამდებობა.

ლ-ის ნაშრომები ეძღვნება ღვინის ტექნოლოგიას. მან კვლევებით გამოავლინა საფუარის ბიოქიმიური როლი ალკოჰოლურ დუღილში, შეისწავლა საკონიაკე სპირტის დაძველების პროცესები. მისი კვლევის შედეგები ფართოდ დაინერგა საზღვარგარეთ. არის გამოგონებების ავტორი.

თხზ.: კონიაკის წარმოება, თბ., 1967; ენოქიმია, თბ., 1970; Химия и технология грузинского коньяка, Тб., 1962