ლაჭყეპიანი ავთანდილ ნიკოლოზის ძე

ლაჭყეპიანი ავთანდილ ნიკოლოზის ძე (18. VIII. 1923, თბილისი, – 9. VI. 1999, იქვე), ნევროლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1965), პროფესორი (1970), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1987), საქართვ. მედ. მეცნ. აკადემიის ნამდვ. წევრი (1994).

1944 დაამთავრა თსსი. 1947–49 მუშაობდა შრომის, ჰიგიენისა და პროფ. დაავადებათა სამეცნ.-კვლ. ინ-ტში ნევროლოგად. 1949–58 – ექიმთა დახელოვნების ინ-ტის ნერვულ სნეულებათა კათედრაზე; 1958 – კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინ-ტის თანამშრომლად (1967). 1967–79 მოღვაწეობდა პედიატრიის სამეცნ.- კვლ. ინ-ტში. 1986–98 იყო თსსი-ის ნერვულ სნეულებათა კათედრის გამგე. ჯანმრთელობის სამინისტროს ბავშვთა მთ. ნევროპათოლოგი (1970), კარდიოლოგიის ინ-ტის კონსულტანტი და სამეცნ. საბჭოს წევრი (1971). მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა კარდიოცერებრალური პათოლოგიის საკითხების კვლევა.

ლ. იყო თბილ. ნევროლოგთა სამეცნ. საზ-ბის თავ-რე (1988–99).

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1997). მისი სახელი მიენიჭა საქართვ. ბავშვთა ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ასოციაციას (1999).

ლაჭყეპიანი გიორგი ავთანდილის ძე (დ. 2. II. 1954, თბილისი), ნევროლოგი, მედ. მეცნ. დოქტორი (1998), პროფესორი (2001). 1976 დაამთავრა თსსი, 1976–78 – ამავე ინ-ტის ნერვულ სნეულებათა კათედრის კლინ. ორდინატურა. 1983–84 მუშაობდა თბილისში, ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრ. კლინ. საავადმყოფოს ნეიროქირურგიულ განყ-ბაში. 1984–90 იყო თსსი-ის პედიატრიული ფაკ-ტის ნევროლოგიის კათედრის თანამშრომელი (1990–99), პროფესორი (1999), 1999–2008 – ამავე ინ-ტის სამკურნ. ფაკ-ტის ნევროლოგიის კათედრის პროფესორი; 2008-იდან – „ავერსის“ კლინიკის ნევროლოგიის სამსახურის უფროსი.

ლ-ის სამეცნ. ნაშრომებში განხილულია თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, ნეიროინფექციები.

არის ატლანტის (აშშ) საპატიო მოქალაქე; საქართვ. ექიმთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი (1989–99); თბილ. ნევროლოგთა ასოციაციის გამგეობის თავ-რე (2005–08); ევროპის ნევროლოგიის აკადემიის სამეცნ. საბჭოს წევრი (2017–18).