ლაჭყეპიანი ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე (7. VI. 1895, ქუთაისი, – 23. I. 1982, თბილისი), ეკონომისტ-აგრარიკოსი, ეკონ. მეცნ. დოქტორი (1960), პროფესორი (1961), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1962). 1919 დაამთავრა მოსკ. სახალხო მეურნეობის ინ-ტის ეკონ. ფაკ-ტი. 1920–30 მუშაობდა საქართვ. და ამიერკავკ. „სოფლის კავშირის“ (კორპორაცია) სისტემაში. 1930-იდან ეწეოდა სამეცნ.- პედ. მოღვაწეობას საქართვ. სას.- სამ. ინ-ტში. 1932–37 იყო ინ-ტის დირექტორის მოადგილე, 1938–69 – სოფ. მეურნ. ეკონ.-ორგანიზაციის ფაკ-ტის დეკანი, 1961–79 კი – სტატისტ. და საბუხჰალტრო აღრიცხვის კათედრის გამგე.
ლ-ის სამეცნ. ნაშრომები ეხება სოფლის მეურნეობის ეკონომიკის, სპეციალიზაციისა და სას.-სამ. სტატისტიკის საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: სასოფლო-სამეურნეო სტატისტიკის პრაქტიკუმი, თბ., 1959; სასოფლო-სამეურნეო წარმოების სპეციალიზაცია და გაადგილება აღმოსავლეთ საქართველოში, თბ., 1960; ვარიაციის მაჩვენებლები. კორელაციური და დისპერსიული ანალიზის საფუძვლები, თბ., 1972.