ლახამი

ლახამი, სოფელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მესტიის მუნიციპალიტეტში (ჭუბერის თემი), მდ. ნენსკრის (ენგურის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას. ზ. დ. 680 მ, მესტიიდან 70 კმ. 168 მცხ. (2014).

სოფლის სასაფლაოზე შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – წმ. გიორგის ეკლესია („ჯგრაგ ლახმაშ“). თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით.