ლახამულა, სოფელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის სამხრ. განშტოების – ცალგმილის ქედის სამხრ. კალთის ძირას, მდ. ენგურის მარჯვ. ნაპირას, ჯვარი–მესტიის საავტ. გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: ლ., გენწვიში, დიზი, თოთელეში, ნოდაში, ნოღარი-კეცლანი, ქვედა იფარი, ყაზაყი, შდიღირი, ხელრა, ჰამაში). ზ. დ. 1000 მ, მესტიიდან 37 კმ. 82 მცხ. (2014).