„ლახტი“

„ლახტი“, ქართული ყოველკვირეული ლიტერატურული ილუსტრირებული ჟურნალი. გამოვიდა 1914 თბილისში (№1–№20). რედ.- გამომცემელი – დ. მელაშვილი. ჟურნალში იბეჭდებოდა ლექსები, მინიატიურები და თარგმანები (მ. შ. ა. პუშკინისა და მ. ლერმონტოვის ნაწარმოებები), ქართვ. მოღვაწეების პორტრეტები. ნახატები და კარიკატურები შესრულებულია ო. შმერლინგის, შ. ქიქოძის, ს. შანშიაშვილისა და ი. ქავთარაძის მიერ.

ი. ლორთქიფანიძე