ლაჰილი, უღელტეხილი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის ქედის ცენტრ. ნაწილში, მდ. ლაჰილჭალის (ენგურის მარცხ. შენაკადი) სათავეებში. სიმაღლე 4000 მ. აგებულია ზედაპალეოზოურ-ტრიასული კვარციტებით, ფიქლებითა და მარმარილოს ლინზებით. ახასიათებს გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტი. საცალფეხო ბილიკით აკავშირებს მდ. ცხენისწყლისა (ლენტეხის მუნიციპ.) და მდ. ენგურის (მესტიის მუნიციპ.) ხეობებს.