ლაჰილჭალა

ლაჰილჭალა, ლაილჭალა, ლაჰლაჭალა, მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის ქედის ჩრდ. კალთაზე. ენგურის მარცხ. შენაკადი. იწყება ლაჰილის მწვერვალიდან 2425 მ სიმაღლეზე. სიგრძე 11 კმ. აუზის ფართ. 59,5 კმ 2. საზრდოობს თოვლის, მყინვარული, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა ‒ შემოდგომა-ზამთარში. საშ. წლ. ხარჯი 3,7 მ 3/წმ.