ლბინები, ჰერული მოდგმის ტომი. ანტ., ქართ. და სომხ. საისტორიო წყაროების მიხედვით, ლ. ცხოვრობდნენ მდ. ალაზნის ზემო წელის მიდამოებში. დაახლ. ძვ. წ. III ს. – ახ. წ. IV ს-ში ლ-ის ტომი კულტურულ-ეთნიკურად და პოლიტიკურად შეერწყა აღმ. ქართ. ტომებს – ქართებსა და კახებს.
ლიტ.: პაპუაშვილი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორიის შესავალი, წგ. 1 – საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიულ-ეთნოლოგიური პრობლემები, თბ., 1950; Еремян С. Т., Торговые пути Закавказья в эпоху Сасанидов. По Tabula Peutingeriana, «Вестник древней истории», 1939, №1.
თ. პაპუაშვილი