ლედეშდვი

ლედეშდვი, მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის სამხრ. განშტოებაზე – ცალგმილის ქედზე. სიმაღლე ზ. დ. 3826 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებით, ქვიშაქვებითა და კირქვებით. ახასიათებს ნივალური ლანდშაფტი.