ლევან ბატონიშვილი (ბაგრატიონი)

ლევან ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (1728 – 23. VII. 1763), ბაქარის ძე. ქართული კულტურის მოღვაწე. სწავლობდა მოსკ. უნ-ტში, ფლობდა ლათ., ფრანგ., გერმ. და რუს. ენებს. მაიორის ჩინით მსახურობდა იზმაილის პოლკში. მისი მთავარი ნაშრომია „მსოფლიო ისტორია“ (მსოფლიო ისტორიის პირველი ქართ. სახელმძღვანელო), რ-შიც 50-მდე ხალხისა და ქვეყნის ისტორია არის მოცემული. ზოგიერთი მკვლევარი მას ლ. ბ-ის ორიგინ. ნაშრომად მიიჩნევს. მასვე მიეწერება რამდენიმე ლექსი და „მითოლოგიის“ წიგნის ავტორობა.

წყარო და ლიტ.: ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა კოლექცია S, ტ. 1, თბ., 1959; ჭ ყ ო ნ ი ა თ., გორკის ოლქში აღმოჩენილი ქართული სიძველენი,   „ლიტერატურული ძიებანი“, 1948, [ტ.] 4; Князья Царство Грузинского, წგ.: Дворянские роды Россииской империи, т. 4, М., 1998; С а и т о в В. И., Московский некрополь, т. 2, СПб., 1908.

თ. რუხაძე