ლევან გურიელი, გურიის მთავარი 1712–13, მამია III გურიელის ძე. იმერეთის მეფისა და ახალციხის ფაშის დახმარებით სამთავრო ტახტი წაართვა ძმას, გიორგი IV გურიელს, რასაც შინაომი მოჰყვა. ნაკაშიძეები, მაჭუტაძეები და თავდგირიძეები ლ. გ-ს ეხმარებოდნენ, რაჭის ერისთავი კი – გიორგი IV გურიელს. 1713 გიორგი IV გურიელმა დაიბრუნა სამთავრო ტახტი.