ლევანის ტბა

ლევანის ტბა, გაუდინარი მყინვარული ტბა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის მთიანეთში, სამსრის ქედზე. წყლის სარკის ფართ. – 0,06 კმ 2, აუზის ფართ. – 1,38 კმ 2, უდიდესი სიღრმე – 2,8 მ, მოცულობა – 1,12 მლნ. მ 3. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. მაღალი დონე აქვს ზაფხულში, დაბალი – ზამთარში. წყალი სუსტად მინერალიზირებული, სუფთა და გამჭვირვალეა.