ლეთა

ლეთა, უღელტეხილი ჯავის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედზე, მდ-ების – ჯეჯორისა (რიონის მარცხ. შენაკადი) და ფაწის (დიდი ლიახვის მარჯვ. შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე 3001 მ. უღელტეხილის მიდამო შემოსილია სუბალპ. და ალპ. მდელოებით. აკავშირებს სოფლებს – ყემულთასა და ლეთს.