ლეიაშვილი პაატა რობერტის ძე (დ. 11. III. 1954, თბილისი), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (2002). 1977 დაამთავრა სპი-ის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკ-ტი. 1977–79 მუშაობდა თბილ. სახეხი ჩარხების ქ-ნასა და თბილ. ჩარხმშენებელ საწარმოო გაერთიანებაში ინჟინერ-ტექნოლოგად, 1982–91 – საკავშ. შრომის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის საქართვ. ფილიალში უფროს მეცნიერ თანამშრომლად, 1991–2000 – საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინტ-ში უფროს, შემდეგ კი მთ. მეცნ. თანამშრომლად. 1999–2017 პერიოდულად კითხულობდა ლექციებს თსუ-ში. 2002–05 იყო საქართვ. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის განყ-ბის გამგე, ამავე ოფისის ხელმძღვანელი, 2005–07 – საქართვ. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი. 2015-იდან სოც. და ეკონ. კვლევების ინ-ტის დირექტორია.
ლ-ის კვლევის ძირითადი მიმართულებებია ეკონ. კვლევების მეთოდოლოგია, მაკროეკონ. თეორია, ეკონომიკური ფასეულობა, ეკონ. რეფორმები და პოლიტიკა.
თხზ.: ეკონომიკური მოღვაწეობა: სისტემური ანალიზი, თბ., 2017; Экономикс в тисках эмпиризма и догматизма: Причины застоя в экономической науке, Тб., 2013; Economic Activity: Theleological Analysis, N. Y., 2012; Self-regulation of Market Economy: Interdisciplinary Analysis, N. Y., 2015.