„ლეილა“

„ლეილა“, ქართული ლიტერატურული კრებული; გამოდიოდა თბილისში 1917 (№1), 1920 (№2), 1924 (№3), რედ. – ი. გრიშაშვილი, გამომცემელი – მ. ციციშვილი. კრებულში გამოქვეყნებულია ი. გრიშაშვილის, ა. აბაშელის, კ. მაყაშვილის, ვ. გაფრინდაშვილის, პ. იაშვილის, მარიჯანის, გ. გვაზავას, ს. შანშიაშვილის, კ. ჭიჭინაძის, ს. ფაშალიშვილის, ი. მოსაშვილის და სხვ. პოეტების ლექსები; გ. ქიქოძის, ლ. ქიაჩელის, ნ. ლორთქიფანიძის, შ. დადიანის, დ. შენგელაიას ნოველები; კ. კაპანელის, ი. გომართელის, ვ. კოტეტიშვილის, ი. გრიშაშვილის წერილები, რეცენზიები და სხვ.

ი. ლორთქიფანიძე