ლეკვეიშვილი ერნა გრიგოლის ასული

ლეკვეიშვილი ერნა გრიგოლის ასული (5. XII. 1941, ბორჯომი, – 24. I. 2015, თბილისი), ქიმიკოსი. ქიმ. მეცნ. დოქტორი (1999), პროფ. (2002). 1964 დაამთავრა თსუ-ის ქიმ. ფაკ-ტი. მუშაობდა პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმ. ინ-ტის ნავთობის ქიმ. ლაბორატორიაში სხვადასხვა თანამდებობაზე; პარალელურად – თსუ-ის ელემენტორგანული ქიმ. კათედრის პროფესორად (2006-მდე). მიღებული აქვს რამდენიმე პატენტი და საავტორო მოწმობა. არის სამეცნ. ნაშრომების, სახელმძღვანელოსა და მონოგრაფიის ავტორი.

თხზ.: მომწამლავი ნივთიერებები წარმოებაში, სოფლის მეურნეობასა და ყოფაცხოვრებაში, თბ., 2008. Фотохимическая конденсация малейнового ангидрида с углеродами фенантренового ряда, Тб., 1977 (თანაავტ. Л. Д. Меликидзе).