ლეკვეიშვილი მზია შალვას ასული

ლეკვეიშვილი მზია შალვას ასული (27. IX. 1927, თბილისი, – 1. XII. 2015, იქვე), იურისტი, სისხლის სამართლის სპეციალისტი, პროფესორი (1993–2011), პროფესორ-ემერიტუსი (2012-იდან). დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი (1950). გაზ. „კომუნისტის“ განყ-ბის გამგე (1955–58), ჟურნ. „საბჭოთა სამართლის“ რედაქტორის მოადგილე (1958–60), საქართვ. მეცნ. აკად. ეკონ. და სამართ. ინ-ტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (1960–64), ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის უფრ. სამეცნ. რედაქტორი (1967–75), 1964-იდან მუშაობდა თსუ-ში. იყო იურიდ. ფაკ-ტის დეკანი (1972– 75), სისხლის სამართ. კათედრის გამგის მოადგილე (1991–2005), ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვ. (2005–06); კრიმინოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორი (2010–15), ვახტანგ გორგასლის სახ. უნ-ტის პროფესორი (2005–10).

ლ-ის შრომები ეძღვნება სისხლის სამართ. კერძო ნაწილის, აგრეთვე ქართ. სამართ. ისტორიის საკითხებს, ადამიანის უფლებების დაცვის პრობლემებს. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1998).

თხზ.: პასუხისმგებლობა საერთაშორისო დანაშაულისათვის, თბ., 2003 (თანაავტ. გ. მამულაშვილი); საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ზოგიერთი საკითხი, თბ., 2006; სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, წგ. 2, გამოც. მე-5, თბ., 2012 (თანაავტ.) სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, წგ. 1, გამოც. მე-6, თბ., 2014 (თანაავტ.).