ლეკთარეში, დევაში, მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის მარჯვ. შენაკადი. სათავეს იღებს ეგრისის ქედის ჩრდ. კალთაზე, ზ. დ. 2420 მ სიმაღლეზე. სიგრძე – 16 კმ, აუზის ფართ. – 69,6 კმ 2. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზამთარში, წყალმოვარდნები – ზამთარსა და შემოდგომაზე. საშ. წლ. ხარჯი 2,79 მ 3/წმ.