ლეკიაშვილი ალექსი სიმონის ძე (31. I. 1920, თბილისი, – 20. III. 1977, იქვე), ენათმეცნიერი, არაბისტი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1965), პროფ. (1967). 1941 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი და 1943-იდან იქვე დაიწყო მუშაობა. 1973–77 იყო თსუ-ის სემიტოლოგიის კათედრის გამგე. იკვლევდა კლასიკური არაბ. ენის სტრუქტურისა და სემიტურ ენათა შედარებითი გრამატიკის საკითხებს; შეადგინა არაბ. ენის სახელმძღვანელოები. მასვე ეკუთვნის გამოკვლევა აფხ. ენის პოტენციალისის ფორმის შესახებ.
თხზ.: არაბული ზმნის ფორმათა პარადიგმები, თბ., 1953; სახელთა სქესისა და რიცხვის წარმოება სემიტურ ენებში, თბ., 1963; ბრუნვათა სისტემა სემიტურ ენებში, თბ., 1970; არაბული ენა, I, თბ., 1977; საკითხავი წიგნი არაბულში, თბ., 1979.
კ. წერეთელი