ლეკიშვილი ნიკო მიხეილის ძე

ნ. ლეკიშვილი

ლეკიშვილი ნიკოლოზ (ნიკო) მიხეილის ძე (დ. 20. IV. 1947, თბილისი), საქართველოს სახელმწიფო მინისტრი (1995–98). დაამთავრა სპი-ის ენერგეტიკის ფაკ-ტი (1970), მოსკ. საზ-ბის მართვის აკადემია (1989). 1972–90 მუშაობდა სხვადასხვა პარტ. თანამდებობაზე, მ. შ. კპ-ის თბილ. საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად, თბილისის საქალაქო საბჭოს თავ-რედ (1988–90).

ლ. 1990–91 იყო საქართვ. რესპ. I მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (საქართვ. საარჩევნო ბლოკიდან ერთიანი კომუნისტური პარტია), პრემიერ-მინისტრის მთ. სახელმწ. მრჩეველი (1992); საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოადგილე (1993); თბილისის მერი (1993–95); გადამხდელთა კავშირის თავ-რე (1998–2004); საქართვ. მე-3 (1992–95), მე-5 (1999–2004; საქართველოს მოქალაქეთა კავშირი) და მე-6 (2004–08) მოწვევის პარლამენტის წევრი.