ლეკოსანდი

ლეკოსანდი, სოფელი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ლენტეხის მუნიციპალიტეტში (ჟახუნდრის თემი), მდ. ფიშყორის (ცხენისწყლის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1300 მ, ლენტეხიდან 25 კმ. 59 მცხ. (2014).